
მოგეხსენებათ, საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე ედუარდ კამავინგამ კრისტოფერ ნკუნკუს ტრავმა მიაყენა, რის გამოც "ლაიპციგის" ფეხბურთელი მსოფლიო პირველობას გამოტოვებს, მის ადგილს კი "აინტრახტის" ფეხბურთელი რანდალ კოლო მუანი დაიკავებს.
L'Équipe-ის ცნობით, "ბლანკოსის" ნახევარმცველმა ინციდენტის შემდეგ რასისტული შეტყობინებები მიიღო, იყო მუქარის შემცველი კომენტარებიც...
შეგახსენებთ, საფრანგეთი D ჯგუფში ავსტრალიასთან, დანიასთან და ტუნისთან ერთად გამოდის, პირველ მატჩს ავსტრალიასთან 22 ნოემბერს გამართავს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით