ბერგამულმა კლუბმა 19 წლის თავდამსხმელთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
"ატალანტა" ტუმინელოს სანაცვლოდ 5 მლნ ევროს გადაიხდის. გარდა ამისა, "რომას" ფეხბურთელის შემდგომი ტრანსფერიდან, თუ ის 5 მლნ ევროზე მეტად გაიყიდა, 50 პროცენტს მისცემს.
რომაელებმა ტუმინელოს გამოსყიდვის უფლება დაიტოვეს, რომლის მიხედვით, "რომას" შეუძლია ფეხბურთელი 2019/20 წლების სეზონში 13 მლნ ევროდ, ხოლო 2020/21 წლების სეზონში 15 მლნ ევროდ გამოისყიდოს.
მომზადებულია atalanta.it-ის მიხედვით