"მაინცმა" "ლიონისგან" 8 მლნ ევროდ ფორვარდი შეიძინა

AutoSharing Option
"ლიონის" ფორვარდი ჟან-ფილიპ მატეტა კარიერას "მაინცში" გააგრძელებს.

გერმანულმა კლუბმა 21 წლის თავდამსხმელთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

"ლიონმა" გამოაცხადა, რომ ტრანსფერის თანხამ 8 მლნ ევრო შეადგინა. გარდა ამისა, კლუბმა შესაძლოა 2 მლნ ევრო ბონუსის სახით და ფეხბურთელის შემდგომი ტრანსფერიდან პროცენტი მიიღოს.

გასული სეზონი მატეტამ იჯარით "გავრში" გაატარა, სადაც 17 გოლი გაიტანა და ლიგა 2-ის ბომბარდირი გახდა.

მომზადებულია mainz05.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული