კრიშტიანო რონალდო "იუვენტუსში" გადავიდა

AutoSharing Option
"რეალმა" თავისი აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელის, რონალდოს "იუვენტუსში" გადასვლა იუწყა.

ბლანკოსმა კრიშტიანო 105 მილიონ ევროდ გაყიდა.

"იუვენტუსმა" მას ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და სეზონურ გასამრჯელოდ 30 მილიონი დაუნიშნა.

აქედან 20 მილიონს "ფერარი", ხოლო 10 მილიონს "ფიატი" გადაუხდის.

"რეალში" გატარებული წლები შესაძლოა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. ამ კლუბის მადლიერი ვარ. ყველას მადლობას ვუხდი იმ სიყვარულისთვის, რომელიც აქ მივიღე.

თუმცა, ჩემს კარიერაში და ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და ამიტომ ვთხოვე "რეალს" მიეღო სატრანსფერო წინადადება. ყველას და განსაკუთრებით
ჩემს გულშემატკივრებს ვთხოვ, გაგებით მოეკიდონ ჩემს გადაწყვეტილებას", - განაცხადა რონალდომ.

alt"იუვენტუსის" პრეზიდენტი რონალდოსთან შესახვედრად კვიპროსზე გაფრინდა


altრა ელის პოსტრონალდოსეულ "რეალს"?

მკითხველის კომენტარები / 1 /
კეთილი იყოს კრიშტიანო შენი მობრძანება ბიანკონერიში!
Georgian
10 ივლისი 2018 22:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული