31 წლის კოტდიუარელი ფორვარდი "პარმაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე მოაწერა.
ჟერვინიო ჩინური კლუბში 2016 წლიდან ასპარეზობდა. ჩინეთის ჩემპიონატში მან 29 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კარიერის განმავლობაში ჟერვინიო "ლე-მანში", "ლილში", ლონდონის "არსენალსა" და "რომაში" გამოდიოდა.
მომზადებულია parmacalcio1913.com-ის მიხედვით