მადრიდის "რეალი" ზამთარსა და ზაფხულში ორი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.
გამოცემა Cadera Ser-ის ინფორმაციით, იანვარში "სამეფო კლუბი" ლონდონის "ჩელსიდან" ედენ აზარის შეძენას შეეცდება.
"რეალს" მისი ყიდვა გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ ლონდონელებმა 200 მლნ ევრო მოითხოვეს. ზამთარში ტრანსფერის განხორციელება უფრო ადვილი იქნება, რადგან აზარს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2020 წელს უმთავრდება, ხოლო ახალი ხელშეკრულება ფეხბურთელთან "არისტოკრატებმა" ჯერ არ გააფორმეს.
გამოცემა ამტკიცებს, რომ 2019 წლის ზაფხულში "რეალი" კიდევ ერთი მეგატრანსფერის განხორციელებას აპირებს. მადრიდელები პსჟ-დან ნეიმარის გადაბირებას გეგმავენ.
13:50 09-10-2018
მადრიდის "რეალი" ორი მეგატრანსფერის განხორციელებას აპირებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული