"ბრეშის" ნახევარმცველი სანდრო ტონალი შესაძლოა ინგლისში გადაბარგდეს.
18 წლის იტალიელის მიმართ ინტერესი ლონდონის "ჩელსიმ" გამოხატა და მზადაა, მის სანაცვლოდ 20 მლნ ევრო გადაიხადოს, - იტყობინება Calciomercato.
ტონალის თამაშის თაყვანისმცემელია ლონდონელთა თავკაცი მაურიციო სარი.
იტალიაში ფეხბურთელს "ახალ პირლოდ" მოიხსენიებენ. ზაფხულში "ბრეშამ" "რომასა" და "სამპდორიას" შეთავაზებები უარყო, რომლებიც ტონალში 12-13 მლნ ევროს იხდიდნენ.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა სერია B-ში 7 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.