მადრიდის "რეალის" მეკარე "ლიდსში" გადავიდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარე კიკო კასილია "ლიდსში" გადავიდა.

32 წლის ესპანელმა "თეთრებთან" კონტრაქტი 4.5 წლით გააფორმა. კასილია "ლიდსში" 33-ე ნომრით იასპარეზებს.

კასილიამ "რეალში" კონკურენცია კეილორ ნავასთან და ტიბო კურტუასთან წააგო და მიმდინარე სეზონში არც ერთხელ არ უთამაშია.

რაც შეეხება "ლიდსს", 27 ტურის შემდეგ ის ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

მომზადებულია leedsunited.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული