სატრანსფერო ამბები! [LIVE]

AutoSharing Option
კორონას პანდემიის შემდგომ ფეხბურთი სწრაფი ტემპებით მიდის. ეს ნათლად აისახა საფეხბურთო კლუბების ტრანსფერებზეც. როგორც ჩანს, გუნდების ხელმძღვანელებს სატრანსფერო სტრატეგიის შემუშავებისთვის მეტი დრო ჰქონდათ იზოლაციისას. 

ასე რომ, გაგაცნობთ ამ მომენტისათვის უკვე შემდგარ ტრანსფერებს, თითქმის შემდგარ ტრანსფერებს, ჭორებსა და მითქმა-მოთქმას. 

დავიწყოთ...

ინგლისი:

ბენ ჩილუელი, "ლესტერიდან" - "ჩელსიში"

Sportall.Ge

"მელიების" ძალიან კარგი მარცხენა მცველი ლონდონელებმა საკმაოდ მსუყე თანხად - 55 მილიონ ევროდ გაიფორმეს. ინგლისელი "ჩელსიში" 5 წლით დარჩება. 
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონელებმა თითქმის გაიფორმეს კაი ჰავერცი, უგუნდოდ დარჩენილი ტიაგო სილვა და იმედისმომცემი ფრანგი
მცველი მალანგ სარი. 


ხამეს როდრიგესი, "რეალიდან" - "ევერტონში"

კოლუმბიელი ნახევარმცველი ახლოს არის ლივერპულის "ევერტონში" გადასვლასთან. როგორც ირკვევა, კარლო ანჩელოტის დიდი სურვილია, ხამესი საკუთარი გუნდის რიგებში იხილოს. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 35 მილიონი ევრო სახელდება, ხოლო კოლუმბიელის სავარაუდო ხელფასად კი - წელიწადში 8 მილიონი ფუნტი.

Sportall.Ge


როდრიგო, "ვალენსიადან" - "ლიდსში"

პრემიერლიგაში ახლახან დაბრუნებული "ლიდსის" ხელმძღვანელობა საქმეს დიდი მონდომებით შეუდგა. "ვალენსიამ" უკვე ოფიციალურად დაადასტურა ბოლო წლებში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, თავდამსხმელი როდრიგო მორენოს ტრანსფერი. ესპანელი პრემიერლიგაში აღზევებულ "ლიდსს" რომ უდავოდ გააძლიერებს, ფაქტია. ტრანსფერის სავარაუდო თანხად 30 მილიონი ევრო სახელდება. როდრიგომ ვალენსიას რიგებში 220 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 59 გოლის გატანა მოახერხა.

ასევე:


  • "მანჩესტერ იუნაიტედი" გამალებით ცდილობს "მონაკოს" 19 წლის მცველის - ბენუა ბადიაშილეს შეძენას. ინგლისელებმა პირველი შეთავაზებაც გააკეთეს, 25 მილიონი ევრო, თუმცა "მონაკოში" თანხა ეცოტავათ. ვნახოთ, რა იქნება ინგლისელების შემდეგი სვლა.
  • "ვულვერჰემპტონმა" "არსენალს" 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზა ეინსლი მიტლენდ-ნაილსის სანაცვლოდ, თუმცა "მეთოფეებმა" "მგლები" უარით გაისტუმრა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ცხვარს და ოციანს ჩამოვდივარ ლეო სიტიში ჩ.ლიგას ვერ მოიგებს.
რაულ გონსალეს ბლანკო
20:00 28-08-2020
2
ლეო მესი რომ ბარსელონადან მიდის ბარსელონას ,,გულშემატკივრები'' რჩება თუ მესის მიყვება ახალკ კლუბში?
დაჩი
15:07 27-08-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული