ინგლისური სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
ცხელ-ცხელი სატრანსფერო სიახლეები პრემიერლიგიდან...

"მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე ძალიან დიდი ხანია ჯეიდონ სანჩოთი ინტერესდება.  ბრიტანელი ვინგერის ტრანსფერზე სიახლეებია.
espn-ის ცნობით, "მანკუნიანელები" მზად არიან ჯეიდონის სანაცვლოდ  დორტმუნდის "ბორუსიას" 120 მილიონი ევრო გადაუხადონ. გადარიცხვები რამდენიმე ტრანშისგან იქნება  შემდგარი, ხოლო თავად 20 წლის შემტევთან და მის აგენტთან "წითელმა ეშმაკებმა" საბოლოო  შეთანხმებას უკვე მიაღწია. ვან დე ბეეკი + სანჩო. საინტერესოა...

ასევე:

  • პრემიერლიგაში აღზევებული "ლიდსი" არ ჩერდება. ბრიტანელებმა უკვე გაუკეთეს  შეთავაზება ზაგრების "დინამოს" 18 წლის მცველის - იოშკო გვარდიოლის შესახებ. ნიჭიერი მცველის სანაცვლოდ ზაგრებელები 22 მილიონ ევროს მიიღებენ.  ასევე, იოშკოს შემდეგი ტრანსფერიდან 20%-ს ბონუსის სახით.
  • კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედი". მანკუნიანელებმა უარი განაცხადეს ფორვარდის  შეძენაზე და მოლაპარაკებები შეწყვიტეს "ტოტენჰემთან" 
    ჰარი კეინის შეძენის თაობაზე. როგორც "მანჩესტერის" მესვეურები აცხადებენ, ისინი  სრულ ნდობას უცხადებენ ფრანგ ფორვარდ ენტონი მარსიალს.
  • მანჩესტერის მეორე მხარესაც სიახლეებია. "სიტიმ" სერბი ნახევარმცველი ივან ილიჩი 1-წლიანი იჯარით "ვერონაში" გაუშვა.
  • "ასტონ ვილამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ბრენტფორდიდან" 24 წლის თავდამსხმელი - ოლი უოტკინსი შეიძინეს. ფეხბურთელი "ასტონ ვილაში" 5 სეზონის განმავლობაში დარჩება. ტრანსფერის ოფიციალურ ღირებულებად 30 მილიონი ევრო სახელდება.
  • "ფულჰემმა" ერთწლიანი იჯარით პსჟ-ის მადრიდმოვლილი მეკარე ალფონს არეოლა  დაიმატა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული