"ატლეტიკო" დილემის წინაშე - ხიმენესი თუ 89 მილიონი?

AutoSharing Option
ესპანურ პრესაში ძალიან საინტერესო ინფორმაციამ გაჟონა. თურმე "მანჩესტერ სიტი" "ატლეტიკოს", ხოსე ხიმენესის სანაცვლოდ, მსუყე, 89 მილიონ ევროს სთავაზობს. აღნიშნული ფაქტის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა AS იტყობინება. სხვათა შორის, წინა კვირას მადრიდელებმა "სიტის" 70-მილიონიანი შეთავაზება დაბლოკეს. "თეთრ-წითლების" ბანაკში ურუგვაელი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ, გამოსასყიდი თანხის, 120 მილიონი ევროს მიღება სურთ. მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას კი დაცვის ცენტრში შემკვრელი, უმაღლესი დონის მცველი ჰაერივით სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში "სიტიმ" მცველებში დაახლოებით 500 მილიონი ევრო დახარჯა, პეპმა  იდეალურ ტანდემს მაინც ვერ მიაგნო. ამიტომაც "სიტის" მესვეურები მზად არიან, ხსენებულ 89 მილიონს კიდევ 5 მილიონი ევრო დაამატონ ბონუსების სახით. 
ვნახოთ, რა მოხდება. 25 წლის ურუგვაელი "ატლეტიკოში" 2013 წლიდან ასპარეზობს და  ამ დროში 191 მატჩის ჩატარება და 8 გოლის გატანაც მოასწრო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული