მანჩესტერული მისვლა-მოსვლა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი სიფრთხილით უახლოვდება გარეთ ბეილს. რა თქმა უნდა, ამას მადრიდის "რეალი" დიდი სიხარულით შეხვდება, თუმცა არსებობს ერთი დიდი მაგრამ. მანჩესტერელები მხოლოდ უელსელის იჯარით ინტერესდებიან. "რეალმა" და ბეილმა კი იმდენად შეაწუხეს და დაღალეს ერთმანეთი, რომ ორივეს საბოლოოდ სურს ურთიერთობის დასრულება. ბეილიც და "რეალიც" თანახმა მხოლოდ გამოსყიდვაზე არიან, - იტყობინება Daily Mail-ი. მანჩესტერელები ბეილს კი მხოლოდ დროებით ოფციად განიხილავენ, სანამ შემდეგ წელს 
ჯეიდონ სანჩოს გადმობირებას შეძლებენ დორტმუნდის "ბორუსიადან". 
უბრალოდ არსებობს მანკუნიანელთათვის ერთი ძალიან არასასიამოვნო ფაქტი, ბეილის ყოველკვირეული ხელფასი - 650,000 ევროა. დროებითი ოფციისთვის ბევრია...

ასევე ხმაურდება, რომ "წითლებს" ეტაპობრივად სურთ მატიჩის შეცვლა - რაჩიჩით. მანჩესტერელებს იმედი აქვთ, რომ "ვალენსიას" იმედისმომცემ სერბ ნახევარმცველს 30 მილიონი ევროს ფარგლებში შეიძენენ. მართალია, ახალგაზრდა ფეხბურთელს გამოსასყიდ  თანხად 100 მილიონი ევრო უწერია, თუმცა რაჩიჩს "ვალენსიას" მაისურით თითქმის არ  უთამაშია და სულ სადღაც იყო იჯარით. ამიტომ შესაძლებელია გამართლდეს მანჩესტერელთა 
იმედები და მათ "ღამურების" დაყოლიება მოახერხონ.
მოკლედ,
მანჩესტერელები არ ჩერდებიან. ვნახოთ, რა მოხდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული