ბეილს რეგილონიც დაემატა?

AutoSharing Option
წუხელ მოგახსენეთ, რომ შესაძლოა "რეალსა" და "ტოტენჰემს" შორის ბარტერი მოხდეს, გარეთ ბეილმა და დელე ალიმ კლუბები გაცვალონ. თუმცა ცოტა ხნის წინ ინგლისურ პრესაში ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. 
"ტოტენჰემი" "რეალს" უკვე 2 ფეხბურთელის თაობაზე ესაუბრება: გარეთ ბეილი და სერხიო რეგილონი. ახალგაზრდა მარცხენა მცველი გასული სეზონის განმავლობაში "სევილიასთვის" ირჯებოდა და ევროპის ლიგის თასსაც გამოჰკრა ხელი. ესპანელი "სევილიას" რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო და ევროპული გრანდების ყურადღებაც მიიქცია. ბოლო დღეების განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" თითქმის მიაღწია კიდეც "რეალთან" შეთანხმებას, თუმცა საბოლოოდ გუნდები ვერ შეთანხმდნენ.
მადრიდელებს, მოგეხსენებათ, გამოსყიდვის უფლების გამოყენება ძალიან უყვართ, რაც მანკუნიანელებს არ აწყობდათ. Daily Record-ის ინფორმაციით, "დეზებმა" საქმე უკეთესად მოაგვარეს, შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს და ახლა თავად რეგილონის დათანხმებას მიჰყვეს ხელი. 

რეგილონთან ერთად "ტოტენჰემი" გარეთ ბეილსაც უმიზნებს. "რეალსაც" იმდენად სურს უელსელის მოშორება, რომ მზად არიან მისი ხელფასის ნახევარი თავად იხადონ. წყაროზე დაყრდნობით, გარიგება იჯარის სახით შედგება. "გარეთს ისევ უყვარს "ტოტენჰემი". იქ ის ადგილია, სადაც მას სურს ყოფნა." - ციტირებს ფეხბურთელის აგენტს, ჯონათან ბარნეტს BBC.

The Telegraph-ის ინფორმაციით კი, საწინააღმდეგო მიმართულებით დელე ალი გაემგზავრება. ალის შემთხვევაშიც ერთწლიან იჯარაზეა საუბარი. რაც შეეხება ამ გარიგებას, ლონდონელებისთვის ის სრულიად იდეალური ჩანს. "რეალი" მზად არის ბეილის ხელფასის ნახევართან ერთად, სრულად იხადოს დელე ალის ანაზღაურება, რომელიც ბეილის ხელფასის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. კარგად თუ დავითვლით, დავინახავთ, რომ "ტოტენჰემის" სახელფასო ვალდებულება საერთოდ არ შეიცვლება. ჭკვიანურია. 
მკითხველის კომენტარები / 2 /
პარესი არის ღმერთკაცი, რეალის ედთადერთი შეუცვლელი ადამიანი, ფეხბურთელები მოდიან და მიდიან, ასევე მწვრთნელებიც, არის მარტო ერთი მუდმივა დიდებული ღმერთკაცი ოლიმპოდან ფლორენტინო პერესი.
ფლორენტინო
11:14 17-09-2020
0
Რეალი ჰაკიმს ყიდის 40-45მილიონად + ბონუსები და უკან გამოსყიდვით
Რეგილონს 30 მილიონად + გამოსყიდვით
Როდრიგესს 25-30 მილიონად
Კიდევ ერთი განათხოვრებული როდრიგესი გაყიდს 18 მილიონად...
Მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ამ ფეხბურთელებს რეალისთვის თითქმის არაფერი გაუკეთებიათ, გაუშვა გუნდმა არენდით ათამაშდნენ და მაგარ თანხებში გაუშვეს ისე რო გუნდი ამათ ხელდასსაც არ იხდიდა და ამით იშოვეს 100 + მილიონი და გუნდი არ დასუსტებულა... Თან თუ სასწაულად გაუბრწყინებენ უკან გამოსყიდვის უფლება აქვთ. Ასევე ქნა ოდეგორზე კუბოზე, რეინიერზეც იგივეს შვება, Სასწაული მენეჯმენტი ჰყავს რეალს პრეზიდენტის თამადობით და ამ დროს...
Რაკიტიჩი 1 მილიონი, ვიდალი 500ათასი და პლიუს ამას და სუარესს იქით უხდიან რო წავიდნენ,, უკომენტაროდ.... Დინამოს რო ერთი პერესი მისცა
Nika
17:45 16-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული