ინგლისური ტრანსფერები

AutoSharing Option
გაგაცნობთ 24 სექტემბრის ინგლისურ სატრანსფერო სიახლეებსა და "ჭორებს". 

  • სიახლეებია კალიდუ კულიბალის დაუსრულებელ სატრანსფერო საგასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ტიაგოს დამატების შემდეგ "ლივერპული" გაუვალი დაცვის აწყობაზე დაფიქრდა. წითლებმა "ნაპოლის" შეთავაზება გაუკეთეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულიბალიმ პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა "მანჩესტერ სიტისთან", თუმცა "ლივერპულს" დანებება არ სურს. "მერსისაიდელებს" მძიმე არტილერია აუმუშავებიათ და დახმარება კულიბალის სენეგალელ თანამემამულეს და პარტნიორს - სადიო მანეს სთხოვეს. ვნახოთ, მანე თუ "სიტი".

Sportall.Ge

  • ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო საკუთარ პოდკასტში "არსენალის" სატრანსფერო გეგმებზე გვიყვება. 
    უსემ აუარი არ არის წინააღმდეგი, რომ
    "ემირეითსზე" გადაბარგდეს. ლონდონელებიც ახალ შეთავაზებას ამზადებენ, თუ ფრანგები ვაჭრობისთვის იქნებიან მზად. შესაძლოა, ტომაშ პარტეიც ლონდონში აღმოჩნდეს. მადრიდელებს სანაცვლოდ ერთწლიანი იჯარით ლუკას ტორეირა სურთ, გამოსყიდვის უფლების გარეშე, თუმცა, როგორც ირკვევა, ლონდონელები ურუგვაელს მხოლოდ გაყიდიან.

Sportall.Ge

  • The Guardian იტყობინება, რომ ანტონიო რუდიგერი ძალიან არის გაბრაზებული იმის გამო, რომ უკვე 2 მატჩია "ჩელსის" განაცხადში ვერ ხვდება. ამის გამო კი გერმანელი მზად არის, კლუბი დაუყოვნებლივ დატოვოს. ასევე, ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა "კიკერმა" კი დააყოლა, რომ რუდიგერით "ბარსელონა" და "რომა" აქტიურად ინტერესდებიან. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ კი "ჩელსის" მეხუთე მცველი საერთოდ მთავარ სატრანსფერო მიზნად გაიხადა.
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული