16:08 25-09-2020
ალექს ტელეში "მანჩესტერში" გაშვებას ითხოვს
AutoSharing Option
"პორტუს" მცველი ალექს ტელეში კლუბზე განაწყენებულია. როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელებს "მანჩესტერ იუნაიტედი" შეეხმიანა ბრაზილიელის ტრანსფერთან დაკავშირებით, "ესტადიო დო დრაგაოს" ბინადრებმა კი ტელეშის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მოითხოვეს. რა თქმა უნდა, მანკუნიანელებს ფასი ეძვირათ და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. The Guardian-ის ცნობით, ტელეში ამის გამო აღშფოთებულია და თვლის, რომ ეს ფასი სრულიად მიუღებელია, რადგან ის შემდეგ ზაფხულს სულაც თავისუფალი აგენტი ხდება. როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა გვამცნობს, ბრაზილიელი ჰავბეკი იმედოვნებს, რომ "პორტუ" გონს მოვა და მოლაპარაკებები წარმატებით, შემდეგ კვირაშივე დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული