"მანჩესტერ სიტის" ახალი სამიზნე

AutoSharing Option
კალიდუ კულიბალი, სავარაუდოდ, "ნაპოლის" რიგებს აღარ დატოვებს. ამის შესახებ "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა. სწორედ ამ ამბის გათვალისწინებით, აქტიურად გამოჩნდა "სიტის" ახალი სამიზნე რუბენ დიასი, რომელიც "ბენფიკას" რიგებში, გვარდიოლას მთავარ სამიზნედ იქცა. როგორც The Times-ი იტყობინება, ცენტრალურ მცველს "მანჩესტერში" მაქსიმუმ 2 დღეში ვიხილავთ. სავარაუდო სატრანსფერო თანხად 71 მილიონი ევრო სახელდება.

Sportall.Ge

ასევე გარიგებაში შედის არგენტინელი ვეტერანის, ნიკოლას ოტამენდის ტრანსფერი ლისაბონში, რომლის სანაცვლოდაც 15 მილიონი ევრო გაიქვითება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული