შკრინიარი ჟოზესთან?

AutoSharing Option
"ტოტენჰემი" მილან შკრინიარის შეძენის იდეას არ ეშვება. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება. 
"ინტერის" ბოსებს არ სურთ ცენტრალური მცველის გაშვება, თუმცა მილანელთა მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე სლოვაკს არ სწყალობს. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როდესაც თავადვე აცხადებს, რომ შკრინიარი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. აი, ჟოზე მოურინიოს კი სლოვაკი ცენტრალური მცველის შეძენა ძალიან სურს. "დეზებიც" მზადაა, რომ საწყის ეტაპზე, მილანი ერთწლიანი იჯარით წამოიყვანოს, 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული