სატრანსფერო ციებ-ცხელება

AutoSharing Option
სექტემბრის მიწურულს გუნდები გააქტიურდნენ და ცდილობენ თავიანთი შემადგენლობის გაძლიერებას. sportall.ge კი გასული რამდენიმე დღის ყველაზე საინტერესო ტრანსფერებს (ასევე, პროცესში მყოფ შეთანხმებებს) გაგაცნობთ.

1. 5-წლიანი მანჩესტერული კარიერის შემდეგ ნიკოლას ოტამენდი კარიერას პორტუგალიურ "ბენფიკაში" გააგრძელებს. სატრანსფერო ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს. არგენტინელმა 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

2. ანდრეას პერეირა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 1-წლიანი იჯარით "ლაციოში" ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ იტალიელებს ფეხბურთელის გამოსყიდვა 27 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

3. ლუკას პაკეტა კარიერას "მილანიდან" ფრანგულ "ლიონში" გააგრძელებს. სატრანსფერო ღირებულება, დაახლოებით, 20 მილიონ ევროს შეადგენს.

4. "ლესტერმა" "სენტ
ეტიენიდან" ვესლი ფოფანა 40 მილიონ ევროდ დაიმატა.

5. "ბაიერნს" თავდასხმის ხაზის გაძლიერება სურს. მთავარი კანდიდატი "ატლეტიკოს" შემტევი ტომას ლემარია. "რეკორდმაისტერი" ფეხბურთელის იჯარით დამატებას განიხილავს.

6. "ასტონ ვილამ" ჩარლს ბარკლი ლონდონის "ჩელსიდან" 1-წლიანი იჯარით დაიმატა. "ასტონ ვილასთვის" ეს ტრანსფერი მხოლოდ სექტემბერში მეხუთე დამატება იქნება.

7. "ბარსელონამ" დესტის ტრანსფერი გააოფიციალურა. ამერიკელი კატალონიაში უკვე ჩაფრინდა და სულ მალე " ბლაუგრანას" ფორმას მოირგებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვისი ვიოლინო, ვის როიალშია, ვინ სად გადადის, ვინ ვის ყიდულობს... ვეღარ გაიგებს კაცი. ერთი სიტყვით მიდი-მოვდივართ, გახდა ფეხბურთი.
ფანებო, თქვენ რას ფიქრობთ?
17:26 30-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული