"მანჩესტერს" გაძლიერება სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" დორტმუნდის "ბორუსიას" ერთ-ერთი ლიდერის, ჯედონ სანჩოს დამატებას აქტიურად ცდილობს.

რამდენიმე საათის წინ ინგლისური გრანდის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიმართეს გერმანელებს და 80+20 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ ეს შეთავაზებაც გერმანელების მიერ უარყოფილ იქნა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესებში კატალონიის "ბარსელონას" შემტევი უსმან დემბელეც არის მოქცეული.

ინგლისელებს დემბელეს დამატება იჯარა+გამოსყიდვის უფლებით სურს, ხოლო კატალონიელებს ფრანგის გაყიდვა უნდათ, რადგან უსმანის გასხვისებით დეპაის ყიდვას შეძლებენ და სატრანსფერო ბანი არ დაედებათ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელებმა დემბელე "დორტმუნდიდან" 105 მილიონ ევროდ იყიდეს, მაგრამ ხშირი ტრავმიანობის გამო უსაზღვრო ნიჭის გამოვლენა
ვერ შეძლო.

ინგლისური გრანდი ასევე "რეალის" შემტევ ლუკა იოვიჩითა და პსჟ-ის ედინსონ კავანით ინტერესდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული