"ბარსელონამ" ამერიკელი ოფიციალურად დაიმატა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" სერჟინო დესტი ოფიციალურად დაიმატა.

19 წლის ამერიკელი 2019-20 წლების სეზონში ერედივიზიონში, კერძოდ, "აიაქსში" ასპარეზობდა. მისი სატრანსფერო ღირებულება ბონუსების ჩათვლით 21+5 მილიონ ევროს შეადგენს.

კატალონიელთა რიგებში ახალგაზრდა ფეხბურთელი დაცვის მარჯვენა ფლანგზე იასპარეზებს, სადაც "ვულვზში" გადასულ ნელსონ სემედუს შეცვლის.

დესტმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება.

გასულ სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში ამერიკელის ანგარიშზე 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გახლდათ. ის ძალიან კარგად ერთვებოდა შეტევაში, როლანდ კუმანისა და "ბარსელონას" ფილოსოფიაში მარტივად ჩაჯდება.

სერჟინოთი ტოპ 6
ლიგის გრანდები ინტერესდებოდნენ, მაგრამ არჩევანი მან ვიდეომიმართვის მეშვეობით ამცნო გულშემატკივრებს, სადაც ის ამბობს: "მე ვირჩევ "ბარსელონას".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლომდე გაატყავეს ეს აიაქსი რაა.ნანგრევებად აქციეს.აფთრებივით დაესივნენ და გაძიძგნეს.ესაა თანამედროვე,უაზრო ფეხბურთი
Master
09:57 02-10-2020
1

სიახლეები პოპულარული