"პარი სენ ჟერმენი" "მილანის" მეკარით, ჯანლუიჯი დონარუმათი დაინტერესდა.
პარიზული გრანდის სპორტული დირექტორი, ლეონარდო უშუალოდ მონაწილეობს იტალიელის საფრანგეთში გადაბარგებაზე. "როსონერის" ხელმძღვანელობამ ჯანლუიჯის გაყიდვაზე 2019 წელს უარი უკვე განაცხადა. 2021 წლის ზაფხულში დონარუმას "მილანთან" მოქმედი კონტრაქტი უმთავრდება, შესაბამისად, ფეხბურთელი შეთავაზებებს განიხილავს.
რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ იტალიური კლუბი მეკარეს ხელფასის სახით 7.5 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა 10 მილიონ ევროს ითხოვს.
თუ კლუბსა და მეკარეს შორის შეთანხმება შედგება, ჯანლუიჯი, ანაზრაურების მხრივ, "ატლეტიკოს" კარის მცველთან იან ობლაკთან ერთად, მეორე
მეკარე გახდება. პირველ ადგილს "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერი, დავიდ დეხეა იკავებს.
დონარუმამ ამ სეზონში იტალიის სერია A-ში 20 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
მომზადებულია sports-ის მიხედვით