6 მეგა ტრანსფერის მოლოდინში! წინ ცხელი ზაფხულია

AutoSharing Option
კოვიდ 19-მა 2020 წლის ტრანსფერები მასიურად შეამცირა, მიუხედავად არსებული კრიზისისა 2021 წლის ზაფხულში სავარაუდოდ გულშემატკივარი 6 მნიშვნელოვან სატრანსფერო სიახლეს გაიგებს.

ლიონელ მესი

Sportall.Ge

აქამდე არგენტინელს "ბარსელონას" დატოვების ისეთივე შესაძლებლობა არ ჰქონია, როგორიც ახლა აქვს. ლეგენდით "პსჟ" და "მანჩესტერ სიტი" ინტერესდება, ორივე დიდი კლუბი უზარმაზარი ხელფასის გადასახდელად მზადაა, რათა ლეომ მათი გუნდის მაისური მოირგოს. ლაპორტას კლუბის პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ, ხელმძღვანელობა და მესი კიდევ ერთხელ ისაუბრებენ, თუმცა არგენტინელის მომავალი ჯერ კიდევ უცნობია. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა, კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა მესის გუნდში დასატოვებლად
აგუეროს მოყვანაც გადაწყვიტა.

კრისტიანო რონალდო

Sportall.Ge

რონალდოს ტურინული კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშაა, "ბებერმა ქალბატონმა" ის მხოლოდ მარკეტინგის მხრივ არ უყიდია, იტალიელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება სურთ, თუმცა "იუვენტუსი" ზედიზედ სამი წელია "აიაქსთან", "ლიონთან" და "პორტუსთან" ეთიშება.

თუ მბაპე პარისზს დატოვებს და მესი "პსჟ"-ში არ გადავა, შესაძლოა რონალდო საფრანგეთში აღმოჩნდეს. ამ ყველაფერს უკან პარიზელთა სახელფასო შესაძლებლობა უდგას, რომელიც ზუსტად ისეთივეა, როგორიც პანდემიამდე იყო.

კილიან მბაპე

Sportall.Ge

აქტიურად იწერება კილიანის ტრანსფერები, ჯერ-ჯერობით ფეხბურთელიც კონტრაქტის განახლებას არ ჩქარობს, არადა ნათლად ჩანს რამხელა ძალაა პარი სენ ჟერმენისთვის ფრანგი. შეგახსენებთ, მბაპეს პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება.

"პსჟ"-მ საფრანგეთის მთავარ ვარსკვლავში 180 მილიონი ევრო გადაიხადა და თუ ფეხბურთელი კონტრაქტს არ გაახანგძლივებს, საეჭვოა კლუბი მას უფასოდ შეელიოს. მის დამატებაში მთავარი ფავორიტი მადრიდის "რეალია".

ერლინგ ჰოლანი

Sportall.Ge

როგორც კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ლაპორტამ განაცხადა, ის ყველაფერს გააკეთებს ჰოლანის დასამატებლად, რათა კამპ ნოუს ახალი დეკადის მთავარი ვარსკვლავი გახდეს. მისი გოლის გატანის ალღო ადამიანის შესაძლებლობებს ცდება. სავარაუდოდ თუ ნორვეგიელი "დორტმუნდიდან" წასვლას გადაწყვეტს, ისევე როგორც მბაპეზე, მის დამატებაზეც ომი გაჩაღდება.

სერხიო რამოსი

Sportall.Ge

ვეტერანი, თუმცა გენიალური მცველი მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის გახანგძლივებას არ ჩქარობს. მასზა და კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ნამდვილი ცივი ომი აქვთ გაჩაღებული. მოლაპარაკება რამდენი ხანია გრძელდება, თუმცა მხარეებს საერთო აზრამდე მისვლა უჭირთ.

თუ რამოსი "რეალიდან" წასვლას გადაწყვეტს, სავარაუდოდ ის კარიერას "პსჟ"-ში გააგრძელებს, რადგან კლუბი ტიაგო სილვას წასვლის შემდეგ გამოცდილ მცველს ეძებს.

დავიდ ალაბა

Sportall.Ge

უკვე დადასტურდა, რომ დავიდ ალაბა მიუნხენის "ბაიერნს" დატოვებს, სავარაუდოდ ავსტრიელი ვარსკვლავი მადრიდის "რეალს" შეუერთდება.

რთული წარმოსადგენია, თუ როგორ ჩაჯდება ვარანისა და რამოსის სისტემაში, ამიტომ სავარაუდოდ დავიდი ამ გუნდში რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში მოვა.

ამ მდგომარეობიდან გამომდინარე კი შესაძლოა "ბარსელონამ" ისარგებლოს და ალაბა კატალონიაში წაიყვანონ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული