16 ივნისის სატრანსფერო სიახლეები [PHOTO]

AutoSharing Option
ევრო 2020-ისა და კოპა ამერიკის მიმდინარეობისას კლუბები პარალელურად ტრანსფერების გაჩარხვას ცდილობენ. გთავაზობთ დღევანდელი დღის სატრანსფერო სიახლეებს.

"მილანმა" ოლივიე ჟირუსთან მოლაპარაკებას მიაღწია

Sportall.Ge

ოლივიე ჟირუს ლონდონის "ჩელსიდან" გადასვლა მოსალოდნელი სიახლე იყო. ფრანგი ფეხბურთელის დამატებით "მილანი" დაინტერესდა. "როსონერიმ" ჟირუს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, ხელფასის სახით კი - წელიწადში 4 მილიონი ევრო. აგენტებს შორის მოლაპარაკებები შედგა. კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ ეს ტრანსფერიც გაოფიციალურდება.

"დორტმუნდი" ისაკს იბრუნებს? ჰოლანი "სიტიში"?

Sportall.Ge

"დორტმუნდის" ხელმძღვანელებს ალექს ისაკის უკან დაბრუნება სურთ, ამ შემთხვევაში კი ერლინ ჰოლანს "მანჩესტერ სიტიში" თავისუფლად გაუშვებენ. აღსანიშნავია,
რომ თვითონ შვედ ფეხბურთელს ბუნდესლიგაში დაბრუნება არ სურს.

რონალდო და "იუნაიტედი"?

Sportall.Ge

"მანჩესტერ იუნაიტედს" კრიშტიანო რონალდოს დაბრუნება სურს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, "წითელმა ეშმაკებმა" "იუვენტუსს" წინადადებით უკვე მიმართეს, თვითონ ფეხბურთელი კი ანაზღაურების სახით წელიწადში 17 მილიონიდან 20 მილიონ ევრომდე მიიღებს. აღსანიშნავია, რომ "ბებერი ქალბატონის" რიგებში პორტუგალიელის ანაზღაურება 31 მილიონ ევროს უდრის.

დე პაული "ატლეტიკოში"?

მადრიდის "ატლეტიკოს" იტალიური "უდინეზეს" მცველის, როდრიგო დე პაულის დამატება სურს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი ირწმუნება, ესპანელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. "ალბისელესტეს" ნაკრების ნახევარმცველს "როხი ბლანკოში" საულ ნიკესის შემცვლელად მოიაზრებენ.

"ბაიერნმა" კინგსლი კომანს ფასი დაადო

"რეკორდმაისტერი" და კინგსლი კომანი ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ. ფრანგ შემტევს გუნდიდან წასვლა სურს, გერმანელებმა კი ფეხბურთელს 80-90 მილიონი ევრო დაადეს.

მორატა "იუვენტუსში" რჩება

ტურინის "იუვენტუსმა" მადრიდის "ატლეტიკოდან" იჯარით წამოყვანილი ალვარო მორატა შეინარჩუნა. ამის შემდეგ უკვე "ბიანკონერიმ" უნდა გადაწყვიტოს, იყიდის თუ არა ესპანელ ფორვარდს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული