გთავაზობთ 23 ივნისის სატრანსფერო სიახლეებს:
მადრიდის "ატლეტიკო" და "ბეტისი" "ლაციოს" 24 წლის მცველის, ლუის ფილიპეს გაფორმებით არიან დაინტერესებულნი. იტალიურ მხარეს ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება სურს, თუმცა გააჩნია, შემოთავაზება რამდენი იქნება.
"ტოტენჰემს" ახალი მწვრთნელი სჭირდება, პირველ ვარიანტად კი "ბარსელონას" ექსმწვრთნელს, ერნესტო ვალდვერდეს განიხილავს (talkSPORT).
"მარსელს" "ვალენსიის" ორი ფეხბურთელის დამატება სურს, პირველი ფრანგი ფორვარდია, კევინ გამეიროსი, რომელსაც გუნდთან არსებული კონტრაქტი მომდევნო თვეში უმთავრდება; მეორე ფეხბურთელი კი დანიელ ვასი იქნება. მისით "სპორტინგიცაა" დაინტერესებული, თუმცა თვითონ ფეხბურთელს არ სურს პორტუგალიაში გადასვლა.
"არსენალს" გამოცდილი და კარგი
შემტევის დამატება სურს. კიდევ ერთ ვარიანტად "ლაციოს" ფეხბურთელი ხოაკიმ კორეა იქნება. მეტიც, "მეთოფეებმა" 17-მილიონიანი შეთავაზება უკვე გააკეთა, თუმცა იტალიურმა მხარემ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
სავარაუდოდ, ანდრეა ბელოტი "ტორინოს" დატოვებს, მისი კონტრაქტი კი 2022 წლის ზაფხულში იწურება. როგორც Tuttosport-ი ირწმუნება, "რომა" და "მილანი" მასში 15 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან, ტურინელებს კი 34 მილიონი ევრო სურთ.
კინგსლი კომანმა მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, რის შემდეგაც მის კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2023 წლამდე მოქმედებს. the Sun-ის მიხედვით, "ლივერპულს" ფრანგი ფორვარდის დამატება სურს. "ლივერპული" 35 მილიონ ევროს ჩამოდის, "რეკორდმაისტერს", როგორც მინიმუმ - 50 სურს.
დავიდ ოსპინა კარგად ხვდება, რომ "ნაპოლის" რიგებში ალექს მერეტმა ადგილი წაართვა, კოლუმბიელ კიპერს კი ახალ გუნდში სურს თამაში. ჯანპიერო გასპერინი და ბერგამოს "ატალანტა" ფეხბურთელით დაინტერესებულია, თუმცა ყველაფერს დრო გაარკვევს.
მანუელ ლოკატელი ევრო 2020-ზე იტალიელების რიგებიდან ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია, "სასუოლოს" ნახევარმცველის დამატებით კი "იუვენტუსი" დაინტერესდა. "ბიანკონერი" მასში 30 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა.
ფრანცისკო ტრინკაო შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს, ამის მიზეზი კი მემფის დეპაისა და სერხიო აგუეროს კატალონიურ კლუბში გადმოსვლა გახლდათ. კლუბმა "ვულვზში" ნელსონ სემედუ გაუშვა. დიდი ალბათობით, ტრინკაოსაც იმავე გზას გაუყენებს, უბრალოდ, იჯარის წესით. შეგახსენებთ, ფრანცისკო "ბლაუგრანამ" პორტუგალიური "ბრაგადან" 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.
კარლო ანჩელოტის მთავარი საფიქრალი სერხიო რამოსის ჩამნაცვლებლის ძიება გახლავთ. იტალიელი სპეციალისტი "ნაპოლის" ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის ვარიანტს განიხილავს.
მომზადებულია marca-ს მიხედვით