გთავაზობთ 25 ივნისის სატრანსფერო სიახლეებს:
Corriere della Sport-ის მიხედვით, "ლაციო" "დორტმუნდის" ახალგაზრდა ფეხბურთელით, ჯულიან ბრანდტით დაინტერესდა. გერმანელები ჯულიანი სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ.
"ინტერი", "პარი სენ ჟერმენი" და "მანჩესტერ სიტი" კატალონიის "ბარსელონას" მარცხენა მცველს, ხორდი ალბას აკვირდებიან, შესაძლებლობის შემთხვევაში კი მზად არიან როგორც ფეხბურთელთან, ისე კლუბთან, მოლაპარაკებები დაიწყონ. ესპანელს "ბლაუგრანაში" დარჩენა კიდევ დიდხანს სურს. აღსანიშნავია, რომ ალბას გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.
სერხიო რამოსის გუნდიდან წასვლის შემდეგ "მანჩესტერ სიტი" მისი დამატების მთავარი ფავორიტი გახლდათ. Athletic-ის ცნობით, "ქალაქელებს" "სამეფო კლუბის" მეორე
ცენტრალური მცველის, რაფაელ ვარანის გადაბირებასაც შეეცდება. როგორც ჩანს, პეპ გვარდიოლას დაცვის ცენტრის გაძლიერება მადრიდელებით სურს.
ბრაზილიელი მარსელოს გარშემო ჭორები არ ნელდება, თუმცა Fabrizio Romano-ს მტკიცებით, ფეხბურთელი "ბლანკოსში" დარჩება და გუნდს რამდენიმე წლის განმავლობაში უკაპიტნებს.
"ლაიპციგმა" ამერიკული "რედ ბულის" ცენტრალური მცველი კადენ კლარკი 3 მილიონ ევროდ დაიმატა. 18 წლის ფეხბურთელი გუნდში 2024 წლამდე დარჩება.
"ლივერპული" ჟორჟინიო ვეინალდუმის შემცვლელის ძიებაშია. ნიდერლანდელის ჩამნაცვლებლად მერსისაიდელები "ასტონ ვილას" ნახევარმცველს, ჯონ მაკგინს მოიაზრებენ. სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ ევროს შეადგენს.
"არსენალში" გატარებული 6-თვიანი იჯარის შემდეგ მარტინ ოდეგორი, სავარაუდოდ, მადრიდის "რეალში" დაბრუნდება. "მეთოფეებმა" ნორვეგიელის ჩამნაცვლებლად ლა ლიგას მიაშურა და სამიზნეში "ბარსელონას" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ამოიღო. ლონდონელებს ბრაზილიელის ყიდვა არ სურთ, რადგან კატალონიელებმა ფილიპე 120 მილიონ ევროდ დააფასეს (2018 წელს). სავარაუდოდ, მხაარები იჯარის წესით გაშვებაზე შეთანხმდებიან.
"მანჩესტერ სიტი" ჰარი კეინის დამატებას არ ჩქარობს. ESPN-ის მტკიცებით, პეპ გვარდიოლა "ტოტენჰემის" საპასუხო მოლაპარაკებას დაელოდება.
"მილანმა" თვალი "ჩელსის" ფეხბურთელებს დაადგა. ოლივიე ჟირუს უფასოდ დამატების მცდელობის შემდეგ "როსონერი" ჰაკიმ ზიეჩისა და ბაკაიკოს ტრანსფერის გაჩარხვას შეეცდება. ზიეჩი ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელად მოიაზრება. შეგახსენებთ, თურქი ნახევარმცველი გასულ კვირას "ინტერის" ბანაკში გადაბარგდა.
"არსენალს" ალექსანდრ ლაკაზეტის გაშვება და მისი ახალი ფორვარდით ჩანაცვლება სურს. ერთ-ერთ ვარიანტად "სოსიედადის" შემტევი ალექს ისაკი მოიაზრება, რომელიც შვედეთის ნაკრებთან ერთად ევრო 2020-ზე შესანიშნავ თამაშს აჩვენებს. განიხილება კალვერტ ლევინის ტრანსფერიც, რომელიც "ევერტონში" ირჯება.
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ლეონ გორეტსკა შესაძლოა სათამაშოდ ესპანეთში, კერძოდ, "ბარსელონაში" ან "რეალში" გადავიდეს. გერმანელი ნახევარმცველი კლუბთან 2022 წლამდეა დაკავშირებული.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჯეიდონ სანჩოს არ ეშვება. როგორც ინგლისური პრესა წერს, "წითელი ეშმაკები" მზადაა ბორუსიელებს 90 მილიონი ევრო გადაუხადოს.
პსჟ-მა "ინტერს" აჩრაფ ჰაკიმის სანაცვლოდ 70-მილიონ ევროიანი შეთავაზება გაუკეთა. როგორც ჩანს, ფეხბურთელი კარიერას "პარკ დე ფრანსზე" განაგრძობს.
მომზადებულია marca-ს მიხედვით