26 ივნისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 26 ივნისის სატრანსფერო სიახლეებს:

ჟორჟინიო ვეინალდუმის "ლივერპულიდან" წასვლის შემდეგ მერსისაიდელები მის ჩანაცვლებას ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელით ცდილობს, ინგლისელების სიაში რენატო სანჩესი გამოჩნდა, როგორც ჩანს ევრო 2020-ს ახალგაზრდა ვარსკვლავი კარგ ფორმაში შეხვდა და დიდი ალბათობით ევროპულ გრანდშიც აღმოჩნდება,.

Daily Mail-ის ინფორმაციით "ევერტონი" "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარით, სერხიო რომეროთია დაინტერესებული. არგენტინელი მეკარის მიმართ ინტერესს ასევე "იუვენტუსი" იჩენს, "წითელი ეშკამების" ფეხბურთელი გუნდს უფასოდ დატოვებს, მის ფავორიტთა სიაში კი ზემოხსენებულ ორ გუნდს შეხვდებით.

"ლილის" ლიგა 1-ის გაჩემპიონებაში ლომის წვლილი ბურაკ ილმაზმა დადო, ახლა კი დროა
თურქმა ფეხბურთელმა თავი გრანდში წარმოაჩინოს, მაგალითად მისით "მილანი" ინტერესდება, რომელსაც ბურაკის მოყვანა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონკურენციის გასაწევად სურთ.

პაულო დიბალას "იუვენტუსთან" კონტრაქტი მხოლოდ 1 წლითღა აკავშირებს, როგორც Corriere dello Sport წერს კლუბი მის გარშემო ახალი პროექტის აწყობას გეგმავს, არგენტინელი "ბიანკონერის" რიგებში კი დიდხანს დარჩება.

"მანჩესტერ სიტიმ" ჯეკ გრილიშის სანაცვლოდ "ასტონ ვილას" 100 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა, როგორც ჩანს გრილიში "ქალაქელების" რიგებში გადავა.

ჟოზე მოურინიოს "რომას" ხაზის გაძლიერება სურს, ამისთვის კი ერთ-ერთ ვარიანტად "ბებერი ქალბატონის" მცველის, მერიჰ დემირალი განიხილება, თურქი მცველის ფასი დაახლოებით 40 მილიონი ევრო იქნება.

ერლინ ჰოლანი  "დორტმუნდიდან" "ბაიერნში" არ გადავა, ის ან "რეალს" ან პრემიერ ლიგის გრანდებს შეუერთდება, ისიც იმ შეთხვევაში თუ ნორვეგიელი ბორუსიას დატოვებს. აღსანიშნავია, რომ ერლინმა "ჩელსიში" თამაშის სურვილი გამოთქვა.

როგორც ჩანს მანუელ ლოკატელი "სასუოლოდან" კარიერას სხვა, ბევრად მაღალი მიზნების მქონე გუნდში განაგრძობს, რამდენიმე დღის წინ იწერებოდა, რომ იტალიელი ნახევარმცველით "იუვენტუსი" სერიოზულად იყო დაინტერესებული, ტურინელების გარდა "არსენალი" და "მანჩესტერ სიტიც" გამოჩნდნენ.

კილიან მბაპეს გუნდთან კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგძლივებია, როგორც Daily Star ირწმუნება "ლივერპული" ფრანგის მდგომარეობას დააკვირდება და მის გადმობირებას შეეცდება.

კრიშტიანო რონალდო დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს, "ბიანკონერის" კი მის ჩამნაცვლებლად 4 ვარიანტი აქვს, ესენი გახლავთ: მაურო იკარდი (პსჟ), გაბრიელ ჟესუსი ("სიტი"), ანტუან გრიზმანი ("ბარსელონა") და დუსან ვლაჰოვიჩი ("ფიორენტინა").

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ინტერმა" და "ბარსელონამ" შესაძლოა ხორდი ალბა და ალესანდრო ბასტონი ერთმანეთში გაცვალონ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ მილანის საშველი არაა რა ვერაფრით შეელია ამ ბებრებს.
0
ინტერი მაოცებს ძლივს ჩემპიონობა იზეიმეს და ეგრევე გუნდის დაშლა დაიწყეს(მილანის ფანი)მაგიტო მოხია კონტემ
L.J.
11:54 26-06-2021
0

სიახლეები პოპულარული