"მილანმა" თვალი კოლუმბიელ ვარსკვლავს დაადგა

AutoSharing Option
ხამეს როდრიგესი კარლო ანჩელოტის "ევერტონიდან" წასვლის შემდეგ რთულ სიტუაციაში ჩავარდა. კოლუმბიელი ფეხბურთელით იტალიური "მილანია" დაინტერესებული, "როსონერი" მადრიდელებს 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

ხამესმა "ევერტონში" 1 სეზონი გაატარა, "რეალი" კი მის უკან დაბრუნებას აპირებს (იჯარის წესით ჰყავდა განათხოვრებული ინგლისში), როდრიგესს კი უკან ესპანეთში დაბრუნება აღარ სურს, რადგან "ბლანკოსში" სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.

რაფა ბენიტესის მერსისაიდულ გუნდში მოსვლის შემდეგ კოლუმბიელი შესაძლოა პრემიერ ლიგაში დარჩეს, თუმცა როგორც იტალიური Tuttosport იუწყება, "მილანს" ხამესის გადაბირება სურს. კოლუმბიელი ფეხბურთელი ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელად განიხილება, შეგახსენებთ, თურქი ფორვარდი მიმდინარე
სატრანსფერო ფანჯრის დროს "ინტერში" გადაბარგდა.

"მილანს" გაძლიერება სჭირდება, რადგან რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ხამესი კი იტალიელებისთვის კარგი ვარიანტი იქნება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩალჰანოღლუს ნაღდად სჯობია,თან თუ ფორმაში შევიდა მაგრა გამოადგება მილანს
გულშემატკივარი
15:59 03-07-2021
0
ადრე მილანში კვარაცხელიაზე იყო საუბარი და ჩანს აღარ აინტერესებთ. და საერთოდ შეწყდა ხვიჩაზე ინფორმაციები იუვეში, ევერტონში, დორტმუნდში და სხვაგან. ისევ რუბინში უწევს თამაში. სამწუხაროა. ვნახოთ ევროპის პირველობის შემდეგ.
ჯუჯი
15:46 03-07-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული