6 ივლისის სატრანსფერო სიახლეები [PHOTO]

AutoSharing Option
გთავაზობთ 6 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

Daily Express-ისა და Sky Sports-ის ცნობით, პიანიჩი სულ მალე ლონდონის "ტოტენჰემის" ფეხბურთელი გახდება.

დავიდ დე ხეას მანჩესტერული კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დე ხეამ "ფურია როხას" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. დიდი ალბათობით, საკლუბო დონეზეც იმავეს მოელის. გამოიკვეთა 3 გუნდი, რომლებმაც შესაძლოა ერთ დროს "იუნაიტედის" ლიდერი საკუთარ რიგებში გადაიყვანონ. ესენი გახლავთ: "დორტმუნდი" (ბურკი ტრავმირებულია), "მილანი" (დონარუმამ "როსონერი" დატოვა) და "ინტერი" ("ნერაძური" სამირ ჰანდანოვიჩის შემცვლელს ეძებს).

ჟორჟინიო ვეინალდუმის "ლივერპულიდან" წასვლის შემდეგ იურგენ კლოპი ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს. გერმანელმა
სპეციალისტმა თვალი პელეგრინის, რენატო სანჩესსა და საულ ნიგესს დაადგა, თუმცა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერსისაიდულმა გუნდმა შესაძლოა "ინტერიდან" ნიკოლო ბარელა გადაიყვანოს, თანაც აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი ხელფასის მომატება ითხოვს, რაზედაც "ნერაძურის" ხელმძღვანელობა უარზეა.

L'Equipe-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" ყოფილი კაპიტანი მომდევნო 2 სეზონს პსჟ-ში გაატარებს. სერხიო სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.
ფილიპე ანდერსონმა "ლაციო" 2018 წელს დატოვა და "ვესტ ჰემში" გადავიდა, თუმცა ის უკან ბრუნდება. ბრაზილიელმა რომაულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე დადო. რაც შეეხებათ ინგლისელებს, მათ სურთ, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღონ. ამ მომენტისთვის "ჩაქუჩები" 38 მილიონ ევროს ითხოვს.

38 წლის ფრანკ რიბერის ფეხბურთის დიდებული კარიერის დასრულება არ სურს. ფრანგს "ფიორენტინასთან" კონტრაქტი ამოეწურა. Bild-ის ცნობით, რიბერი, სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნდება და ასპარეზობას "მონაკოში" განაგრძობს.

Sportall.Ge
Sky Sports-ის ცნობით, დენი ინგსმა "საუთჰემპტონისგან" შემოთავაზებულ 4-წლიან კონტრაქტზე უარი განაცხადა. ამრიგად, ინგსს კლუბთან კოტრაქტი მომავალ წლამდე აკავშირებს. მისი სამსახურით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.

ხუან კუადრადოს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, თუმცა, როგორც Corriere dello Sport-ი წერს, მხარეები სულ მალე ახალ ხელშეკრულებას გააფორმებენ. "იუვენტუსს" სურს, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი "ბიანკონერის" რიგებში 2023 წლამდე დარჩეს.

დიდი ალბათობით, ლონდონის "არსენალი" ვილიანს აღარ დაიტოვებს და გაყიდის, თანაც ბრაზილიელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. თუ "მეთოფეები" შემტევს ამ ზაფხულს არ გაასხვისებს, შემდეგ მისი გაყიდვა დაბალ ფასად მოუწევს. ვილიანის ტრანსფერით მაიამის "ინტერია" დაინტერესებული.

"არსენალს" დიდი ხანია "ბრაიტონის" მცველის, ბენ უაითის ყიდვა სურს, თუმცა "მეთოფეებს" კონკურენციას "ჩელსი" გაუწევს; მეტიც, "არისტოკრატებმა" "ბრაიტონს" 60-მილიონიანი შეთავაზებით უკვე მიმართეს, The Sun-ის ცნობით კი, უაითის გადაბირებით ასევე "მანჩესტერ სიტი" და "ევერტონიც" დაინტერესდნენ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ედუარდო კამავინგა "მანჩესტერ იუნაიტედის" მომდევნო დახურული ტრანსფერი იქნება. "რენი" მასში 30 მილიონ ევროს ითხოვს. ეს თანხა ნაკლებია, ვიდრე რეალურად ეს ფეხბურთელი ღირს, რადგან ფრანგულ კლუბს არ სურს ახალგაზრდა ტალანტმა მომდევნო სეზონში კლუბი უფასოდ დატოვოს.

"ბარსელონას" ფინანსური კრიზისი აქვს. ამიტომ გუნდიდან ფეხბურთელების გაშვებას იწყებს. ამ სიაში ფილიპე კოუტინიოც მოხვდა. ბრაზილიელ შემტევს "ბლაუგრანა" 25 მილიონ ევროდ შეელევა. შეგახსენებთ, კატალონიელებმა ფილიპე 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდეს.

"ლივერპულს" პორტუგალიის ნაკრებისა და "ლილის" ნახევარმცველის, რენატო სანჩესის შეძენა სურს. "მერსისაიდელებს" კონკურენციას "არსენალი" გაუწევს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაი მუშა ფეხბურთელია კამავინგა, პესში მყავს და ყველგან ვაყენებ ხან დაცვაში ხან ნახევარდაცვაში და დარბის ჯორივით.
შაკო
02:22 07-07-2021
0
მართლა მოთხრობაა ამზაცებად მაინც გამოყავით
dato
13:35 06-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული