კიდევ ერთი ბრაზილიელი "ბლანკოსში"? ანჩელოტის "რეალში" ყოფილი შეგირდი სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი "ევერტონის" ერთ-ერთ ლიდერს, რიჩარლისონს დაუკავშირდა და "სამეფო კლუბში" თამაში შესთავაზა. როგორც ჩანს, იტალიელი სპეციალისტი თავისი შეგირდის სამსახურით ინგლისში კმაყოფილი დარჩა და ახლა გაერთიანებას ესპანეთშიც სთხოვს.

"ბლანკოსის" ტრანსფერზე როდესაც მიდგება საქმე, ყველას თვალწინ კილიან მბაპე წარმოუდგება, თუმცა, ამასთან ერთად, ანჩელოტის ბრაზილიელი ფორვარდის დამატება სურს.

24 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგაში ტიპური ცენტრფორვარდის პოზიციაზე არ თამაშობს. ახალგაზრდა ფეხბურთელს "ევერტონში" მხარს დომინიკ კალვერტ-ლევინი უმშვენებს, მათი ტანდემი კი შედეგიანია. the Mirror-ის ცნობით, "პაპა კარლოს" დედაქალაქში ლევინის გადმობირებაც სურს.

მას შემდეგ,
რაც "სელესაოს" ფორვარდი "უოტფორდიდან" სათამაშოდ მერსისაიდულ კლუბში გადავიდა (2018), მისმა შედეგიანობამ იმატა და იმატა. ეს ყველაფერი სატრანსფერო ღირებულებაშიც აისახა, transfermarkt-ის მიხედვით, რიჩარლისონის ფასი 25 მილიონი ევროდან 55 მილიონ ევრომდე გაიზარდა. "კანფეტების" შემადგენლობაში ბრაზილიელმა 119 შეხვედრა გამართა, თავი კი 42 გოლითა და 9 ასისტით გამოიჩინა.

ამ დუეტის გარდა, "ევერტონის" შეტევაში მადრიდის "რეალის" საკუთრებაში მყოფ ხამეს როდრიგესს შეხვდებით. სწორედ ამ ტრიოს მეშვეობით შეძლო ინგლისურმა გუნდმა ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში მაღალი პოზიციებისთვის ბრძოლა. შეგახსენებთ, "ევერტონი" სეზონის მიმდინარეობისას ტიტულისთვის იბრძოდა, თუმცა შუაწელს დიდი ჩავარდნა დაეწყო და საბოლოოდ, მე-10 ადგილი დაიკავა.

როგორც ჩანს, ანჩელოტის სურს, რომ ბრაზილიელი შემტევი ედენ აზართან, გარეთ ბეილთან, ვინისიუსთან, როდრიგოსთან და ლუკას ვასკესთან კონკურენციაში ჩართოს. ასევე მას მოიაზრებენ, როგორც ქარიმ ბენზემას შემცვლელად.

მომზადებულია as-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული