9 ივლისის სატრანსფერო სიახლეები [PHOTO]

AutoSharing Option
გთავაზობთ 9 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

ჟოზე მოურინიომ "რომაში" ჩასვლისა და ვარჯიშის დაწყებისთანავე ძირითადი გუნდის ერთბაშად 8 ფეხბურთელს განუცხადა, რომ მის გეგმებში არ შედიან. ესენი გახლავთ: პედრო, რობინ ოლსენი, ჯასტინ კლუივერტი, სტივენ ნზონზი, ფედერიკო ფაზიო, დავიდ სანტონი და ანტე ჩორიჩი. პორტუგალიელი სპეციალისტი სხვა გადაწყვეტილებებსაც მალე მიიღებს და გუნდის შენებას დაიწყებს.

ინგლისური გამოცემების თანახმად, "ლივერპულს" სამიზნეში სამი ფეხბურთელი ჰყავს ამოღებული: მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველი საულ ნიგესი, "ლიდსის" ფეხბურთელი კალვინ ფილიპსი და ეინდჰოვენის პსვ-ს ფორვარდი დონველ მალენი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მერსისაიდელებს 3-ივე ფეხბურთელის დამატება სურთ.

Sportall.Ge

L'Equipe-ის ცნობით, კეილორ ნავასი ჯანლუიჯი დონარუმას დამატების შემდეგ ძალიან გაღიზიანდა, თუმცა, ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოსტარიკელი ფეხბურთელი მზადაა გუნდში პირველობისთვის იბრძოლოს.

ოლივიე ჟირუს ლონდონის "ჩელსიდან" "მილანში" გადასვლას წინ აღარაფერი უდგას, "როსონერი" ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერს რამდენიმე დღეში გააოფიციალურებს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი რა ნავას ეს გამყიდველი დონარუმა დასვი სკამზე და ახეხინე.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული