12 ივლისის სატრანსფერო სიახლეები [PHOTO]

AutoSharing Option
გთავაზობთ 12 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

Le10Sport-ის თანახმად, ევრო 2020-ზე კარგი გამოსვლის შემდეგ "ბარსელონა" რენატო სანჩესით დაინტერესდა. სავარაუდოდ, "ლილი" ფეხბურთელს საკმაოდ ძვირად დააფასებს. პორტუგალიელი ნახევარმცველის გადაბირება "ტოტენჰემსაც" სურს.

ევროპის ჩემპიონატზე ფედერიკო კიეზას მშვენიერ გამოსვლას მიუნხენის "ბაიერნის" ახალი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი თვალს დიდი ინტერესით ადევნებდა. მან Bild-თან ინტერვიუში ფორვარდი შეაქო, თუმცა მწვრთნელი უკმაყოფილოა, რომ მისი ფასი მკვეთრად იზრდება.

Calciomercato-ს თანახმად, ანდრეა ბელოტის საკლუბო მომავალი გაურკვეველია. "ტორინოს" ფორვარდს ჯერაც არ გადაუწყვეტია, გააგრძელოს თუ არა ხელშეკრულება, რომელიც მას კლუბთან 2022 წლამდე აკავშირებს. იტალიელი "რომაში"
ჟოზე მოურინიოს სურს, მისი სავარაუდო ფასი კი 20 მილიონი ევროა.

ფრანგული"ლიონი" კიპერის ძიებაშია. L'Equipe-ის თანახმად, კლუბსა და "აიაქსის" მეკარე ანდერ ონანას შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია.

იტალიური "რომას" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ახალი მეკარის დამატება სურს. სავარაუდოდ, "განსაკუთრებული" თანამემამულეს, რუი პატრისიოს მიიწვევს. ამ ინფორმაციას Sky Sports-იც ადასტურებს. გავლენიანი გამოცემის თანახმად, პორტუგალიელი მეკარე რომაელებს უახლოეს მომავალში შეუერთდება, "ვულვზი" კი სატრანსფერო ღირებულების სახით 11 მილიონ ევროს მიიღებს.

Sky Sport Italia-ს ცნობით, 36 წლის ჯორჯო კიელინი ტურინის "იუვენტუსთან" ხელშეკრულებას ერთი წლით გაახანგრძლივებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებაში "ბიანკონერის" ახალი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი თვითონ მონაწილეობდა.

Sportall.Ge

"ბარსელონა" ლიონელ მესის ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ფეხბურთელების გაყიდვას ცდილობს. ჟუნიორ ფირპოსა და კარლოს ალენიას შემდეგ გუნდს, შესაძლოა, ანტუან გრიზმანიც დატოვებს. Mundo Deportivo-ს თანახმად, არაა გამორიცხული, ფრანგი "ატლეტიკოში" დაბრუნდეს, "ბარსელონამ" კი გარიგებაში საულ ნიგესიც ჩართოს.

"მილანი" ცდილობს ჰაკან ჩალხანოღლუს შემცვლელის პოვნას და ერთ-ერთ ვარიანტად ისკოს განიხილავს. მილანელებს ჩემპიონთა ლიგისთვის ჰაკიმ ზიეჩითა და მარსელ ზაბიცერით გაძლიერებაც სურთ.

"ლაციოს" ესპანელი ნახევარმცველი ლუის ალბერტო, დიდი ალბათობით, კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს. მას საკმაოდ ბევრი მსურველი ჰყავს - "იუვენტუსი", "მილანი", "ატლეტიკო", "ვილიარეალი", "რეალი", "სევილია".

Tuttosport-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელით, მარტინ დამსგორით დაინტერესდა. დანიელი ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულნი არიან "ბარსელონა", "ლივერპული" და "იუვენტუსი". ნახევარმცველის სავარაუდო სატრანსფერო ფასი 40-დან 50 მილიონამდეა.

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ერლინ ჰოლანის შეძენითაა დაინტერესებული. თუკი ტრანსფერი ამ ზაფხულს შედგება, ინგლისელებს 175 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, 2022 წლის ზაფხულში კი ნორვეგიელის ფასი 75 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ თვითონ ნორვეგიელ ტალანტსაც "არისტოკრატების" რიგებში თამაში სურს.

alt200 მილიონი მესის სანაცვლოდ? 10 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

alt9 ივლისის სატრანსფერო სიახლეები [PHOTO]









მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული