17 ივლისის სატრანსფერო სიახლეები [PHOTO]

AutoSharing Option
გთავაზობთ 17 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

"ბარსელონადან" ანტუან გრიზმანის შესაძლო წასვლასა და მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნებაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგს ზუსტად იმავე ოდენობის ხელფასის მიღება სურს, რამდენიც ახლა "ბლაუგრანას" რიგებში აქვს.

Sportall.Ge

როგორც იტალიური წყაროები წერენ, პაულო დიბალას აგენტი ივლისის ბოლომდე ტურინში ჩაფრინდება და "იუვენტუსთან" კონტრაქტს გაახანგძლივებს. "ბიანკონერის' ხელმძღვანელობასა და არგენტინელ ფეხბურთელს შეთანხმება და "ბებერი ქალბატონის" წარმატება სურთ.

"ინტერი" ფინანსური კრიზისის გამო მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების გაშვებას იწყებს, ამ სიაში ივან პერიშიჩიც მოხვდა, რომელსაც "ნერაძურისთან" კონტრაქტი 1 წლით კიდევ აკავშირებს. ხორვატი
ფეხბურთელი სეზონში ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს იღებს.

"ბარსელონას" სამუელ უმტიტის გაყიდვა სურს, თუმცა ამას ვერ ახერხებს. რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მცველს "მარსელი" წაიყვანდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ფრანგულმა კლუბმა ვილიან სალიბა "არსენალიდან" იჯარის წესით გადაიბირა, უმტიტის მიმართ ინტერესებიც გაქრა, ასე რომ, ტრავმებისგან გაწამებული სამუელის წაყვანა არავის სურს.

დავიდ ლუიზი თავისუფალი აგენტი გახდა, "მეთოფეებთან" მისი კონტრაქტი ვადაგასულია, როგორც ცნობილია, ლონდონურ კლუბს ლუისისთვის ხელშეკრულების გაგრძელება აღარ სურს. ბრაზილიელი ფეხბურთელით "ბოკა ხუნიორსია" დაინტერესებული.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ენტონი მარსიალის გაყიდვა სურს, ამის მიზეზი კი მეისონ გრინვუდის ათამაშება და ჯედონ სანჩოს ტრანსფერი გახლავთ. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

"არსენალს" გუნდის ხელახალი აშენება სურს, "მეთოფეები" "ლიონის" ნახევარმცველის, ჰუსემ აუარისთან დაკავშირების შემდეგ კიდევ ერთ ფეხბურთელს, "ჩელსის" შემტევ ტემი აბრაჰამს აკვირდებიან. "არსენალი" "არისტოკრატების" ფორვარდისთვის 45 მილიონ ევროს ჩამოდიან.

"ჩელსის" ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. "ლურჯებისთვის" პრიორიტეტი ედუარდო კამავინგას ტრანსფერი გახლავთ, თუმცა თუ "რენის" ვარსკვლავის გადაბირებას ვერ შეძლებენ, მაშინ "მილანის" ახალგაზრდა ფეხბურთელზე, ფრანკ კესიზე გადაერთვებიან.

როგორც Daily Mail წერს, მადრიდის "ატლეტიკოს" "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი, ჯესი ლინგარდი სურს. 28 წლის ფეხბურთელმა "ვესტ ჰემში" თავი წარმოაჩინა და იჯარის შემდეგ "იუნაიტედში" დაბრუნებაც დაიმსახურა. ლინგარდმა ბოლო 16 შეხვედრაში თავი 9 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.

ალვარო მორატა "იუვენტუსის" რიგებში კიდევ ერთი სეზონით დარჩება, შეგახსენებთ, ესპანელი ფეხბურთელი "ატლეტიკოდანაა" განათხოვრებული. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მორატას, კრიშტიანო რონალდოსა და ფედერიკო კიეზას გუნდში ადგილი გარანტირებული აქვს, ასევე დიდია ალბათობა იმისა, რომ "ბიანკონერის" ხელმძღვანელობამ "მანჩესტერ სიტიდან" გაბრიელ ჟესუსის გადაყვანაც სცადოს, რათა ფორვარდის პოზიცია კიდევ უფრო კონკურენტ უნარიანი გახდეს.

the Sun-ის მიხედვით, მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "დორტმუნდიდან" ჯედონ სანჩო გადაიყვანა, ახლა 70 მილიონი მადრიდის "რეალის" მცველის, რაფაელ ვარანისა და "ატლეტიკოს" მარჯვენა ფლანგელის, კირან ტრიპიერის სანაცვლოდ გადადო. როგორც ჩანს, "წითელ ეშმაკებს" მომდევნო სეზონისთვის დიდი გეგმები აქვთ.

"ევერტონის" ახალ მთავარ მწვრთნელს, რაფა ბენიტესს "გუდისონ პარკის" მოედანზე რევოლუცია სურს, ამისთვის კი ესპანელი სპეციალისტი მზადაა 6 ფეხბურთელს დაემშვიდობოს, მათ შორის ხამეს როდრიგესსაც.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული