19 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 19 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

მანუელ ლოკატელის მიმართ ინტერესი არ ჩერდება. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, იტალიელი ფეხბურთელი კარიერას "სასუოლოდან" "იუვენტუსში" განაგრძობს. "აძურის" ნახევარმცველის მიმართ ინტერესს ასევე "არსენალი" იჩენს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითონ ფეხბურთელს "მეთოფეების" რიგებში გადასვლა არ სურს.

მიუხედავად იმისა, რომ პსჟ კილიან მბაპეს ასტრონომიულ ხელფასსა და სუპერგუნდს სთავაზობს, ფრანგი შემტევი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. შეგახსენებთ, პარიზელებმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ჯანლუიჯი დონარუმა, ჟორჟინიო ვეინალდუმი, აჩრაფ ჰაკიმი და სერხიო რამოსი შეიძინეს. L'Equipe-ის ცნობით, მბაპეს თავზე არსებულ მდგომარეობას მადრიდის "რეალი" გულისყურით
აკვირდება.

"ბარსელონა" რენატო სანჩესით დაინტერესდა. როგორც Lesport10 წერს, კატალონიელებს "ლილის" ნახევარმცველის გადაბირება სურთ. ამ ტრანსფერში ჩართულია გუნდის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც, რომელსაც პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტთან, ჟორჟე მენდესთან, კარგი ურთიერთობა აქვს. "ბლაუგრანას" ასევე საულის სახელსაც უკავშირებენ, რომელსაც სავარაუდოდ, ანტუან გრიზმანში გაცვლიან. სავარაუდოდ, პრიორიტეტი "ატლეტიკოს" ნახევარმცველია, თუმცა ახალგაზრდა სანჩესზეც უარს არ იტყვიან.

L'Equipe-ისა და რამდენიმე იტალიური მედიის ცნობით, პსჟ "იუვენტუსთან" ოფიციალური წინადადებით დაკავშირებას გეგმავს. პარიზელები ტურინელებთან მაურო იკარდისა და კრიშტიანო რონალდოს გაცვლას შეეცდებიან. ამ ყველაფერს ისიც აღრმავებს, რომ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა 18 ივლისს სოციალურ მედიაში ფოტო დადო წარწერით - "გადაწყვეტილების დღე".

ლონდონის "ჩელსიმ" 19 წლის არმანდო ბროხასთან, რომელიც გასულ სეზონში "ვიტესში" გაანათხოვრა, 5-წლიან კოტრაქტს მოაწერა ხელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "არისტოკრატები" მას ოლივიე ჟირუს შემცვლელად მოიაზრებენ.

Daily Mirror-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედში" რაფაელ ვარანთან ერთად ვინისიუსის გაშვებასაც შეეცდება. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითელ ეშმაკებს" ფრანგი მცველის დამატება სურთ, ბრაზილიელზე კი ჯერჯერობით ყველაფერი ჭორის დონეზეა.

ხავიერ პასტორე ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის, თუმცა არგენტინელ ფეხბურთელს ევროპაში დარჩენა სურს. როგორც მისი აგენტი აცხადებს, ნახევარმცველის დამატებით "მონაკოა" დაინტერესებული.

Sport-ის ცნობით, მარტინ ბრაიტვეიტით "ბრაიტონი" დაინტერესდა. დანიელის დამატება "ვესტ ჰემსა" და "ვულვზსაც" სურთ. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 13 მილიონი ევრო გახლავთ.

როგორც ჟურნალისტი ნიკოლო ჩირა ამტკიცებს, "მანჩესტერ სიტიმ" და ჰარი კეინმა ერთმანეთთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს. ფორვარდი კლუბთან კოტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს. "ქალაქელებს" ახლა "ტოტენჰემთან" მოუწევს შეთანხმება, რომელსაც ჰარისთვის 160-170 მილიონი ფუნტი სურს.

Sport-ის მიხედვით, "ბარსელონას" მცველის, სამუელ უმტიტის გადაბირება "ლიონს" სურს (შეგახსენებთ, ფრანგი მცველი კატალონიურ კლუბში სწორედ "ლიონიდან" გადავიდა). "ბლაუგრანა" უმტიტის, სავარაუდოდ, იჯარის წესით გაუშვებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, "ლივერპული" და ალისონი ახალ კონტრაქტზე უკვე შეთანხმდნენ, ფეხბურთელი გუნდში 2026 წლამდე დარჩება.

ლონდონის "ჩელსი" ერლინ ჰოლანის ვერდამატების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის დამატებას შეეცდება. პოლონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "არისტოკრატები" 50-მილიონევროიან შეთავაზებას ამზადებენ.

"იუვენტუსის" უელსელი ნახევარმცველი აარონ რემზი "ბარსელონასთან" იყო დაკავშირებული, თუმცა, ფაბრიციო რომანოს განცხადებით, აარონი "კამპ ნოუზე" სათამაშოდ არ გადავა, მიზეზი კი არადამაკმაყოფილებელი ხელფასი გახლავთ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული