27 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 27 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

"სევილიის" სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ განაცხადა, რომ შემადგენლობის გაძლიერების მიზნით "ტორინოსთან" ანდრეა ბელოტის სანაცვლოდ მოლაპარაკებებს დაიწყებენ. იტალიელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მომავალ წელს გასდის. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ანდრეას გადაბირებით იტალიური წამყვანი კლუბებიც ინტერესდებიან.

აარონ რემზის ტურინული კარიერა დღეებს ითვლის. როგორც Daily Express-ი წერს, უელსელი ფეხბურთელის დამატების ინიციატივას "ტოტენჰემი" და "ვულვზი" იჩენენ.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჯედონ სანჩო დაიმატა, 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ რაფაელ ვარანს მალე გაიფორმებენ, ახლა კი "როხი ბლანკოს" მარცხენა მცველის,
კიერან ტრიპიერის გადაყვანას ცდილობენ. Daily Mail-ის ცნობით, მხარეები მოლაპარაკებას სულ მალე განაახლებენ.

პეპ გვარდიოლას "ბარსელონას" ცენტრალური მცველის, სამუელ უმტიტის ხილვა საკუთარ რიგებში სურს, მისით დაინტერესების მიზეზი კი დაბალი სატრანსფერო ღირებულება გახლავთ.

ჟოზე მოურინიოსა და "რომას" ახალი შემტევი სურთ. როგორც CultofCalcio წერს, რომაული კლუბის რადარზე "ზენიტის" ფეხბურთელი სარდარ აზმუნი გამოჩნდა. მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევრო გახლავთ. აღსანიშნავია, რომ გერმანულმა "ლევერკუზენმა" რუსებს 20-მილიონიანი წინადადებით უკვე მიმართა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული