28 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 28 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

როგორც ჩანს, კოუნდე "სევილიას" დატოვებს, მონჩი კი ფრანგი ფეხბურთელის შემცვლელის ძიებაშია. Sport1-ის ცნობით, ანდალუსიელები ჟერომე ბუანენგით ინტერესდებიან. რაც შეეხება კოუნდის საკითხს, იულესის მსურველთა სიაში "ჩელსისაც" ამოიკითხავთ, "არისტოკრატების" ხელმძღვანელობა მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ ტრანსფერში კურტ ზუმა ჩართონ. აღსანიშნავია, რომ "სევილიის" ხელმძღვანელობამ ერთი ლონდონური კლუბი, "ტოტენჰემი" უარით უკვე გაისტუმრა.

მარტინ ოდეგორის მომავალი კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. როგორც "კადენა სერი' ირწმუნება, ნორვეგიელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალს" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს და სათამაშოდ ლონდონის "არსენალში" დაბრუნდება. "მეთოფეების" მთავარ მწვრთნელს, მიკელ
არტეტას, ნახევარმცველის გუნდში მოყვანა იჯარის წესით სურს. გამორიცხული არც ყიდვა გახლავთ. შეგახსენებთ, გასულის სეზონი ოდეგორმა "არსენალის" შემადგენლობაში გაატარა, ჩაატარა 14 შეხვედრა და თავი 1 გოლით გამოიჩინა.

"ვესტ ჰემის" მთავარ მწვრთნელს, დევიდ მოიესს, მისი ექსშეგირდ ფილ ჯონსის საკუთარ გუნდში ხილვა სურს. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითელი ეშმაკები" მზად არიან მცველის გუნდიდან გასაშვებად.

მარკო არნაუტოვიჩი "შანხაიდან" "ბოლონიაში" გადავიდა, შეგახსენებთ, ავსტრიელი ფეხბურთელი "ნერაძურის" რიგებში 2009-10 წლებში იმყოფებოდა, რა დროშიც 3 შეხვედრა გამართა, მცირე მონაკვეთში კი მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა.

"იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ჯორჯო კიელინისთან შეთანხმებას მიაღწია. იტალიელ ფეხბურთელს "ბიანკონერისთან" არსებული კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, ფეხბურთელი კი კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული