29 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 29 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

"კალიარის" შემადგენლობაში დიეგო გოდინის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა. როგორც TuttoMercatoWeb-ი წერს, ურუგვაელი ფეხბურთელი შესაძლოა "ვილიარეალში" დაბრუნდეს. შეგახსენებთ, დიეგო 2007-10 წლებში "წყალქვეშა ნავების" ღირსებას იცავდა.

ბოლო დროს "ჩელსისა" და ერლინ ჰოლანს შორის მოლაპარაკებები შეწყდა, თუმცა "ლურჯები" ახალი ფორვარდის ძიებას არ წყვეტს. La Gazzetta dello Sport-ის თქმით, "არისტოკრატები" რომელუ ლუკაკუს გადასვლის შემთხვევაში საკმაოდ მსუყე ხელფასს, სეზონში 10 მილიონ ევროს სთავაზობენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონელებმა "ინტერს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო უკვე შესთავაზეს.

Daily Star-ის მიხედვით, მადრიდის "ატლეტიკო"
ჰექტორ ბელერინის მსურველთა სიაში აქტიურად ჩაეწერა. ჭორების თანახმად, ფეხბურთელით ასევე "ბარსელონაც" ინტერესდება. გასულ კვირაში აქტიურად იწერებოდა "ნერაძურის" ვარიანტიც. მილანელები ამ უკანასკნელს პსჟ-ში გადაბარგებულ აშრაფ ჰაკიმის შემცვლელად მოიაზრებენ.

El Corriere dello Sport-ის თქმით, "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი რაფინია, დიდი ალბათობით, კარიერას იტალიის სერია A-ში, კერძოდ, "სასუოლოში" განაგრძობს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული