"მანჩესტერ იუნაიტედმა" მესის პირველი შეთავაზება გაუკეთა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ "ბარსელონა" დატოვა, არგენტინელის გაფორმების მთავარი ფავორიტი "პარი სენ ჟერმენი" არის, თუმცა საქმეში "მანჩესტერ იუნაიტედიც" ჩაერთო, რომელმაც ფეხბურთელს 2-წლიანი შეთავაზება გაუკეთა, ხელფასის სახით კი კვირაში 672 000 ევროს შეჰპირდა.

The Sun-ის თქმით, "წითელ ეშმაკებს" დიდი იმედი აქვს, რომ "ალბისელესტეს" კაპიტანი კარიერას მანჩესტერში განაგრძობს, თუმცა ყველა სხვა გამოცემა იმაზე მიუთითებს, რომ ლეო პარიზში გადაბარგდება და თამაშს მისი მეგობრების: ანხელ დი მარიას, ლეანდრო პარედესისა და ნეიმარის გვერდით განაგრძობს.

რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", ინგლისელები მომდევნო სეზონისთვის სერიოზულად ემზადებიან. ამ
მომენტისთვის გუნდმა 2 ვარსკვლავი - ჯეიდონ სანჩო ("დორტმუნდიდან") და რაფაელ ვარანი ("რეალიდან") უკვე იყიდა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ინგლისური ფეხბურთის გიგანტი შეეცდება მარკუს რეშფორდს, სანჩოს, ედინსონ კავანისა და ბრუნო ფერნანდეშს ლიდერის სახით ლიონელ მესი მოუყვანოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
რონალდინიო მესიზე დიდი ვარსკვლავი იყო მაგრამ ამდენი ხანი არ ჩამოეკიდა გუნდს ბალასტივით თორემ არავისზე ნაკლებ ბურთს არ გაიტანდა
ჟორა
14:40 10-08-2021
20
და რონალდუს არ გაუჭირდა ასაკში? მესი 40 წლის რომ იქნება მაშინაც სასარგებლო იქნება
ტოტტი
13:03 10-08-2021
5

სიახლეები პოპულარული