ლიონელ მესისა და "პარი სენ ჟერმენს" შორის მოლაპარაკება შედგა, არგენტინელი ფეხბურთელი რამდენიმე საათში პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება.
როგორც l'equipe-ი წერს, "ალბისელესტეს" კაპიტანი საფრანგეთში რამდენიმე საათში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დღის ბოლოს ხელს 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს.
პრესკონფერენცია კი ოთხშაბათს "პარკ დე პრენსზე" გაიმართება. მესი თითქმის პარიზელია, მაგრამ ყველაფერს ოფიციალური დასტური სჭირდება.
შეგახსენებთ, დღეს, 10 აგვისტოს, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსბარსელონელის გადასაბირებლად "მანჩესტერ იუნაიტედიც" ჩაერთო...
მომზადებულია l'equipe-ის მიხედვით