ლევანდოვსკი პსჟ-ში? პოლონელი შესაძლოა პარიზში გადაბარგდეს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენმა" კილიან მბაპეს გუნდიდან შესაძლო წასვლის გამო შემცვლელის ძიება დაიწყო.

პარიზელების სახელს სხვადასხვა ფეხბურთელს უკავშირებენ, პრესაში გავრცელებული ჭორების თანახმად კი, ფრანგები მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდით, რობერტ ლევანდოვსკით ინტერესდებიან. ამ ინფორმაციას GFFN-იც ადასტურებს.

შეგახსენებთ, კილიან მბაპეს თაობაზე "ბლანკოსის" ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები დაიწყო. ფლორენტინო პერესმა შემტევის სანაცვლოდ ნასერ ალ-ჰელაიფს 160 მილიონი შესთავაზა, თუმცა პსჟ-ის ხელმძღვანელობა უარზეა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი რეალი იყო ასე გავეშებული, ვინც კი ვარსკვლავი იყო დედამიწაზე, ყველა მიიყვანა და სწორედ მაშინ დარჩა ლიგის გარეშე. პსჟსაც იგივე ელოდება
:)))))
15:14 25-08-2021
4
ლაციო იყო ადრე შეძლებული პატრონით და დახამებული ტრანსფერებით, ნახეს მილიარდერი პატრონი და გადარიეს:))
-იმდროინდელმა ლაციომაც ყველა მოინდომა, ვიერი, კრესპო და სხვებიც იყიდეს, მარა რა მოიგეს რო?
-ბალანსს აურევენ პოჩეტინოსაც და ეგ იქნება შედეგი))
rable
11:37 25-08-2021
3

სიახლეები პოპულარული