გუშინ, 25 აგვისტოს, პარიზული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გაავრცელა.
კომპეტენტურმა პირმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალისგან" 160-მილიონევროიანი შემოთავაზება მიიღო, თუმცა პსჟ ამ თანხაზე უარს ამბობს, რადგან 4 წლის წინ "პარი სენ ჟერმენის" ბოსებმა ახალგაზრდა ფრანგის სანაცვლოდ 145 მილიონი გადაიხადეს. ამას დამატებული 35 მილიონი "მონაკოს", თუ ფეხბურთელი გაიყიდებოდა ან კონტრაქტს განაახლებდა.
ამრიგად, 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ვარსკვლავის გადაადგილება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. პარიზული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 220 მილიონ ევროს ითხოვს, რაც სულ
რაღაც 2 მილიონით ნაკლებია, ვიდრე ნეიმარის ზღაპრული ტრანსფერი (222 მილიონი, 2017 წელი, "ბარსელონადან" პსჟ-ში).
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ მბაპე პარიზიდან წელს არ წავა, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში გუნდთან ხელს 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს, რათა პარიზულმა კლუბმა ფეხბურთელის დაკარგვით დიდი ფინანსური ზარალი არ განიცადოს.
მომზადებულია marca-ს მიხედვით