"ლაიპციგის" ნახევარმცველი დანი ოლმო და "მანჩესტერ სიტის" შემტევი რაჰიმ სტერლინგი შესაძლოა "ბარსელონაში" გადაბარგდნენ.
აღსანიშნავია, რომ კატალონიელები ოლმოს დამატებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდნენ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. რაც შეეხება ინგლისელს, ორიოლ დომენეკის თქმით, "ლურჯ-ბროწეულისფერების" ხელმძღვანელობას რაჰიმის ყიდვისთვის საჭირო თანხა უკვე აქვს.
როგორც ჩანს, "ბარსელონაში" დიდი გადაადგილებები მზადდება. ყველაფერს მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს გავიგებთ.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით