დე იონგი "იუნაიტედში" არ გადავა

AutoSharing Option
როგორც ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ირწმუნება, "ბარსელონას" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი "მანჩესტერ იუნაიტედში" არ გადავა.

წყაროს თქმით, ნიდერლანდელი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პრემიერლიგაში გადაბარგებასთან ახლოს იყო, თუმცა ეს გარიგება არ შედგება.

"იუნაიტედის" გარდა, ფრენკით მიუნხენის "ბაიერნიც" ინტერესდება, რასაც ფეხბურთელის მამაც ადასტურებს.

ადრე დაიწერა, რომ ინგლისელებს საკუთარ გუნდში ფილიპე კოუტინიოს ხილვა სურდათ, თუმცა ახლა აქცენტი 24 წლის ნახევარმცველზე აიღეს და მის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროსაც ჩამოდიან.

შეგახსენებთ, ნიდერლანდელმა ამ სეზონში მონაწილეობა 19 შეხვედრაში მიიღო, თავი კი 1 გოლითა და 2
ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

alt"იუნაიტედი" დე იონგთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს იწყებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ წავლენ? არ ურჩევნიათ არ ითამაშონ და მილიონები კი აიღონ? ვინც მართლა ბარსასთვის თავს იკლავდა, ის ერთი ხელის მოსმით გაუშვეს. ბარსა გახადეს "მიდი-მოვდივარ" გუნდი. ყველა საჯღანეთი აქ მოდის. ლუკ დე იონგს, რომ კაცი შემოათრევ, რაღაზეა ლაპარაკი.
არ ვიცი, არ ვიცი...
16:44 14-12-2021
1

myquiz

სიახლეები პოპულარული