"ბარსელონას" დამაგვირგვინებელ ფაზაში გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდება, ერთ-ერთ ვარიანტად კი ედინსონ კავანი განიხილება.
ვინაიდან სერხიო აგუერომ კარიერა დაასრულა, "ბლაუგრანას" ასაკში შესული ფორვარდის მოყვანა უკვე შეუძლია, თანაც არგენტინელისთვის გადასახდელი ანაზღაურებაც გათავისუფლდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ედინსონს სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა და ინგლისით დიდად ბედნიერიც არ არის, ძვეელებურად შედეგიანადაც ვეღარ უტევს.
მოედანზე ბოლოს 2 ნოემბერს, "ატალანტას" წინააღმდეგ გამოვიდა, ბოლოს გოლი კი 30 ოქტომბერს, "ტოტენჰემთან" გაიტანა.
როგორც ჩანს, სამხრეთ ამერიკელი კატალონიაში გადაბარგდება და გუნდის დახმარებას შეეცდება, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი ურუგვაელი 6
თვიან კონტრაქტს გააფორმებს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით