ამსტერდამის "აიაქსის" მეკარე ანდრე ონანა კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.
სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს თქმით, 25 წლის სპორტსმენმა "ნერაძურისთან" კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას მიაღწია. წყაროს ცნობით, მხარეები 5-წლიან ხელშეკრულებაზე საუბრობდნენ, ანაზღაურების სახით კი მეკარე წელიწადში 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ონანა თავისუფალი აგენტი 2022 წლის ივლისში გახდება, იტალიაში კი ამის შემდეგ გადაბარგდება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით