დრაქსლერს "ბარსელონას" უკავშირებენ

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი კლუბს გამოიცვლის.

El Nacional-ის თქმით, 28 წლის გერმანელის სამსახურით "ბარსელონა" ინტერესდება.

ბოლო დროს აშკარად ჩანს, რომ დრაქსლერი გუნდში საკვანძო ფეხბურთელად აღარც კი მოიაზრება. ფრანგული გუნდი მზადაა სპორტსმენი 15 მილიონ ევროდ გაყიდოს.

შეგახსენებთ, დრაქსლერმა ამ სეზონში მონაწილეობა 14 შეხვედრაში მიიღო და თავი 2 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
კლუბი ბარსელონა ყველა გამოშვებულებების, თავშესაფრის ადგილად გადაიქცა.
sacodavo barsa
06 იანვარი 2022 15:45
0
მეტი დრაქსლერი, ალვეში და დემბელე ბარსელონაში, თასების თასები (კონფერენს ლიგა) და ესპანეთის თასები იქნება საუკუნეში ერთხელ :) :0 :0 :)
ქომაგი
06 იანვარი 2022 19:35
1
ლუკ დე იონგები, კიდევ. საცოდავო ბარსა? რად გადაგაქციეს?!
ქომაგს
07 იანვარი 2022 12:01
0

სიახლეები პოპულარული