"იუვემ" დიბალას შემცვლელის ძიება დაიწყო - პრიორიტეტი თანამემამულე არგენტინელია

AutoSharing Option
La Gazetta dello Sport-ის ცნობით, პაულო დიბალა "იუვენტუსს" სეზონის ბოლოს უფასოდ დატოვებს. "ბიანკონერის" ხელმძღვანელობამ სავარაუდო შემცვლელად ანხელ დი მარია დაასახელა.

შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი ნახევარმცველი "პარი სენ ჟერმენში" 2015 წლიდან გამოდის, კონტრაქტი კი სეზონის ბოლოს უმთავრდება. რაც შეეხება სამხრეთამერიკელის სტატისტიკურ მონაგარს, საფრანგეთის ჩემპიონატში გამართულ 20 შეხვედრაში ანხელმა თავი 3 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

თავის მხრივ, დიბალა "ბებერი ქალბატონის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. წელს სპორტსმენმა სერია A-ში 22 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა (+5 ასისტი).

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული