მარსიალს+42 მილიონი ლაუტაროს სანაცვლოდ? "იუნაიტედი" შეტევის გაძლიერებას გეგმავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" შეტევითი ხაზის გაძლიერებას აპირებს. Daily Express-ის ცნობით, "წითელი ეშმაკები" ლაუტარო მარტინესით დაინტერესდა.

24 წლის არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისელები "ნერაძურის" ხელმძღვანელობას 42 მილიონ ევროსა და ენტონი მარსიალს სთავაზობენ.

შეგახსენებთ, ფრანგი ფორვარდი იჯარის წესით "სევილიაში" გამოდის.

სამხრეთამერიკელი "ინტერში" 2018 წლიდან მოყოლებული თამაშობს, ამ სეზონში მონაწილეობა 45 მატჩში მიიღო და თავი 21 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა, გუნდთან არსებული ხელშეკრულება კი 2026 წლამდეა დადებული. Transfermarkt-ის ცნობით, ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.

რაც შეეხება მარსიალს, ანდალუსიაში გადასვლის შემდეგ სპორტსმენმა 22
შეხვედრა გამართა, 2 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული