მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდის ირგვლივ სიტუაცია დღითი დღე იძაბება. მისმა აგენტმა პინი ზაჰავიმ მედიასთან განცხადება გააკეთა, სადაც ისაუბრა, რომ მისი კლიენტის ბავშვობის ოცნების გუნდი კატალონიის "ბარსელონაა".
პოლონელის ყოფილი წარმომადგენელი მაიკ ბარტელი ამ თემასთან დაკავშირებით გაკვირვებას ვერ მალავს:
"შენ მთელი ცხოვრება მადრიდის "რეალში" თამაში გინდოდა და ახლა კარიერას "ბარსელონაში" აგრძელებ? - კარგი".
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით