გთავაზობთ სატრანსფერო სიახლეებს:
ლეაოს გრანდები აკვირდებიან
პსჟ-ის ლიდერის, კილიან მბაპეს ვერგადმობირების შემდეგ "რეალის" ხელმძღვანელობას "მილანის" ახალგაზრდა შემტევი რაფაელ ლეაო სურს. La Gazzetta-ს ინფორმაციით, "ბლანკოსის" ბოსები მზად არიან 22 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადონ.
Fichajes.com-ის ცნობით, "სამეფო გუნდს" კონკურენციას "პარი სენ ჟერმენი" და "მანჩესტერ სიტი" გაუწევენ. "ქალაქელების" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა რაფაელს რაჰიმ სტერლინგის შემცვლელად მოიაზრებს, ფრანგები კი ნეიმარის შესაძლო წასვლის შემთხვევაში გაძლიერდებიან.
რაფინია და "ბარსელონა"
"ლიდსის" ფეხბურთელი რაფინია შესაძლოა "ბლაუგრანაში" გადავიდეს. შანსები იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ უსმან დემბელე "ლურჯ-ბროწეულისფერებს"
დატოვებს. შეგახსენებთ, მამამისმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მისი შვილი "კამპ-ნოუზე" აღარ ითამაშებს.
"არის შანსი, რომ რაფინია კატალონიელებს შეუერთდეს, მაგრამ ის 3 ნაწილს მოიცავს: კლუბის ინტერესი, ამჟამინდელი გუნდი და ფეხბურთელის სურვილი. ჩემი შვილი მშვიდადაა, რადგან მას გუნდთან ხელშეკრულება აქვს და უმეტესწილად ყველაფერი მასზეა დამოკიდებული" - განაცხადა რაფინიას მამამ.
დანი სებალოსის მომავალი
დანი სებალოსის მომავალი
დანი სებალოსმა მადრიდის "რეალის" წარმატებაში უფრო დიდი როლი ითამაშა, ვიდრე ამას მისგან მოელოდნენ. მიუხედავად კარგი ასპარეზობისა, ესპანელის მადრიდული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
El Chiringuito-ს ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველი შესაძლოა "ბეტისში" დაბრუნდეს.
"სებალოსს ეჭვი აქვს, რომ მისი კარიერა ნისლითაა დაფარული. ფეხბურთელს თამაში უნდა. რომ არა "რეალი", დანი "ბეტისში" ისურვებდა გამოსვლას, რა თქმა უნდა. "მადრიდი მადრიდია", სულ ამ ფრაზას იმეორებდა. ეჭვგარეშეა, რომ "ბლანკოსში" თამაში დიდი ფუფუნებაა" - განაცხადა ბენიტომ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით