პსჟ-ს გუნდის ვარსკვლავის გაყიდვა სურს

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონი "პარი სენ ჟერმენი" შემადგენლობაში ძირეული ცვლილებების გატარებას გეგმავს.

The Athletic-ის ინფორმაციით, გუნდი აქტიურად განიხილავს ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის გაყიდვას. ხელმძღვანელობას ესმის, რომ ტრანსფერი მარტივი არ იქნება, რადგან "ბლაუგრანას" ყოფილ ფეხბურთელს საკმაოდ დიდი ანაზღაურება აქვს.

30 წლის ფეხბურთელი ფრანგულ გუნდს 2017 წელს, სარეკორდო, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ნეიმარის კონტრაქტი პარიზელებთან 2025 წლამდეა გათვლილი.

შემტევმა გასულ სეზონში ლიგა 1-ში 22 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 13 გატანილი გოლითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხომ გეუბნებოდით ნეიმარი გაყიდეთ და კვარაცხელია იყიდეთ ნეთქიი ხოდა ეხლა დაგასწროთ ნაპოლიმ და იყავით ასე ხახამშრალები 1-2 წელში ხვიჩა უკვე მინიმუმ 100 მილიონი რომ ეღირება PP
zura222
10 ივნისი 2022 19:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული